რუმენიგე: “ფეხბურთში ყველა თანხმდება, რომ რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ მადრიდის “რეალი” ადიდა.

“მინდა, ვთქვა, რომ “რეალი” ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარკსვლავია. ფეხბურთში არსებობს კონსესუსი: “ბლანკოსი” სხვა დანარჩენზე მაღლა დგას. ხოლო, “ბარსელონა”, “ბაიერნი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მის უკან ერთ დონეზე არიან.”

“ჩემი აზრით, ევროპაში ათი გუნია, რომლებიც ერთი მიზნისთვის იბრძვიან. თუმცა, ფეხბურთი ვითარდება და მათაც უჩნდებათ კონკურენტები,” – აცხადებს გერმანელი.

რუმენიგე: “რეალი” ევროპაში საუკეთესოა”

მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სჯერა, რომ ბავარიულ გრანდს მადრიდის “რეალის” სახით ყველაზე ძლიერი მეტოქე ჰყავს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში.

“წინ სეზონის უდიდესი გამოწვევა გველის. ამ მატჩს კარლო ანჩელოტისთან ერთად, საკუთარ თავში დარწმუნებულები უნდა შევხვდეთ.

როდესაც იან რაშმა წილისყრის შედეგები გაგვაცნო, უკვე ვიცოდით, რომ ტიტულის მფლობელები შესაძლო ვარიანტთაგან ყველაზე ძლიერი მეტოქეები იყვნენ.

ევროპული გუნდების სიძლიერის მიხედვით დალაგებას თუ მომთხოვთ, პირველ ადგილს “რეალს” მივცემდი. “რეალი” თვით ლეგენდაა, მთელმა მსოფლიომ იცის “რეალის” შესახებ,” – აცხადებს რუმენიგე.

ბოატენგი რუმენიგეს: “პირში მითხარი!”

არასახარბიელო ფორმაში მყოფმა ჟერომ ბოატენგმა კარლ-ჰაინც რუმენიგეს კრიტიკას უპასუხა და “ბაიერნის” აღმასრულებელ დირექტორს ურჩია, შემდეგში პირადად ეთქვა მისთვის სათქმელი.

საქმე ისაა, რომ რუმენიგემ “როსტოვთან” “ბაიერნის” დამარცხება მთლიანად ბოატენგს გადააბრალა და მოუწოდა “დედამიწაზე დაბრუნებისა” და თავისი თავის ხელში აყვანისაკენ, რამაც ბოატენგის გაღიზიანება გამოიწვია.

“ისღა დამრჩენია გავიცინო, ასეთი ტიპის განცხადებებზე სხვანაირი რეაქცია არც შეიძლება გქონდეს.

მომდევნო ჯერზე, უკეთესი იქნება თუ პირადად მე დამელაპარაკება და პირში მეტყვის – მაშინ კი პრობლემა ნამდვილად არაფერი იქნება.” – განაცხადა მან.

რუმენიგეს სჯერა, რომ რიბერი კარიერას “ბაიერნში” დაამთავრებს

კარლ ჰაინც რუმენიგემ იმედი გამოთქვა, რომ ფრანკ რიბერი კარიერას “ბაიერნში” დაამთავრებს. რუმენიგე ვერ ხედავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც რიბერის კლუბის გამოცვლაზე დააფიქრებს.

“ბაიერნში გადმოსვლამდე რიბერი სხვა კლუბებში დიდხანს არ რჩებოდა. ჩვენთან კი უკვე 7 წელი თამაშობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან საკუთარი ადგილი იპოვა. რიბერი და მისი ოჯახი კმაყოფილები არიან, ასევე კმაყოფილია კლუბიც. 2008 წელს ფრანკის ყიდვა მადრიდის “რეალს” უნდოდა” – განაცხადა რუმენიგემ.