ფრანგული “მეცის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფილიპ ჰინშბერგერი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
ეს გადაწყვეტილება “მეცის” ხელმძღვანელებმა “დიჟონთან” წაგებული მატჩის შემდეგ მიიღეს (2:1), რომელიც “მეცისთვის” რიგით მეცხრე იყო ლიგა 1-ის 2017-18 წლების სეზონში.
შეგახსენებთ, რომ ჰინშბერგერის მეთაურობით გასულ სეზონში “მეცი” მე-14 ადგილზე გავიდა, წლევანდელ სეზონში კი 3 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფება.
ფრანგულ კლუბს წინ საფრანგეთის თასის მესამე ეტაპის მატჩი ელით “რედ სტართან”, სადაც “მეცს” ახალგაზრდული გუნდის თავკაცი, ჟოზე პინო გაწვრთნის.