“მანჩესტერ იუნაიტედის” შედეგიანი ფრე “სტოკ სიტისთან” (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” სამმატჩიან მოგებათა სერიას ბოლო “სტოკ სიტიმ” მოუღო, რომელმაც ჟოზე მოურინიოს შეგირდებს ორი ქულა დააკარგვინა.

მატჩში ანგარიში “სტოკელებმა” გახსნეს, კერძოდ კი ჩუპო-მოტინგმა (43′), რასაც სამიოდე წუთში უპასუხა მარკუს რეშფორდმა. მეორე ნახევარში, 57-ე წუთზე ლუკაკუმ წინ გაიყვანა “წითელი ეშმაკები”, თუმცა, 63-ე წუთზე ჩუპო-მოტინგმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:2.


“სტოკ სიტი”: ბატლენდი; კამერონი (მარტინს ინდი 46′), ვიმერი, ზოუმა; პიტერსი, ალენი, ფლეტჩერი, დიუფი; ხესე (ბერაჰინო 75′), შაქირი; ჩუპო-მოტინგი

მთავარი მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ბაილი, ჯონსი, დარმიანი; ანდერ ერერა (მარსიალი 72′), მატიჩი, პოლ პოგბა; მხითარიანი (ლინგარდი 84′), ლუკაკუ, რეშფორდი (ხუან მატა 72′)

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო