“ბაიერნის” ექს-ფეხბურთელი:”როგორც გავიგე, ანჩელოტი კლუბს ზამთარში დატოვებს”

“ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი, მარიო ბასლერი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, “ბავარიელთა” თავკაცი, კარლო ანჩელოტი გუნდის მიტოვებას შუა გზაში გეგმავს.

“რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ კარლო ანჩელოტიმ უკვე შეათანხმა კონტრაქტი საზღვარგარეთულ კლუბთან და იქ თავისი კარიერის დაწყებას ზამთარში გეგმავს.

როგორც გავიგე, წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს. ანჩელოტი იქ მიდის, სადაც ყველაზე მეტი ფულია, ჩინეთში. ამის დადასტურება არ შემიძლია, მაგრამ ჩემი წყარო ძალიან სანდოა. ვერ ვიტყვი, რომ ეს 100 პროცენტით მართალია, მაგრამ მე მას ვენდობი,” – ციტირებს ბასლერის სიტყვებს Sport1.