ზიდანი: “პირველი ტაიმი კარგი არ იყო, მეორე კი მშვენიერი გამოვიდა”

ნიქოზიის “აპოელის” დამარცხების შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერნეცია გამართა.

“დღეს ჩვენი მიზანი დამაჯერებლად მოგება და ტურნირის კარგად დაწყება იყო. ჩვენ ეს შევძელით, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს მოთამაშეებს. პირველი ტაიმი ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორიც გვსურდა. თუმცა, მეორე ნახევარი ძალიან კარიგ გამოვიდა. ყოველთვის კარგია, როცა სამ ქულას მალევე ინაღდებ და შემდგე მშვიდად აკონტორლებ შეხვედრას.”

“რონალდუმ კიდევე ერთხელ დაამტკიცა, რომ ის საკვანძო ფიგურაა. იგი უმნიშვნელოვანესია! კრიშტიანუ ყოვლეთვის იქაა, სადაც ჩვენ გვჭრდება. ის მუდამ იტანს! ვიმედოვნებ, ამ ტემპით გააგრძელებს გატანას,” – აცხადებს ზიდანი.