“რეალმა” 17 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

“ნოვორიზონტინოს” შემტევი ნახევარმცველი, როდრიგო ანტონიო როდრიგესი საკუთარ ძალებს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, მადრიდის “რეალში” მოსინჯავს.

ესპანური, საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემის, Marca-ს მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე მადრიდში იმყოფება და კონტრაქტს ხელს უახლოეს საათებში მოაწერს.

აღსანიშნავია, რომ როდრიგო “რეალს” 2018 წლის ზაფხულამდე არ შეუერთდება, იმ დროისთვის კი ის უკვე 18 წლის იქნება.

როდრიგოს დებიუტი “ნოვორიზონტინოს” შემადგენლობაში 16 წლის ასაკში შედგა, როდესაც 2017 წლის მარტის თვეში “სანტოსის” კარში დაევალა გოლის გატანა.

“რეალის” სკაუტებმა როდრიგო მსოფლიოს საკლუბო 17-წლამდე ჩემპიონატში შეამჩნიეს, სადაც ის “პალმეირასის” ღირსებას იცავდა (არენდის წესით იყო განათხოვრებული).