ლოპეტეგი: “ბეილი ახალგაზრდა მოთამაშის მოტივაციით ვარჯიშობს”

დღეს მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერ თასის შეხვედრაში თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც გარეთ ბეილზე გაამახვილა ყურადღება.

“ბეილი ის მოთამაშეა, რომელიც ძალიან გვიყვარს. აქ დიდი ხანია თამაშობს და, რაც მთავარია, ძალიან ბევრს მუშაობს. გარეთი ძალიან მოტივირებულია და გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბეილის მსგავსი მოთამაშეები გვჭირდება. უბედნიერესი ვარ მისი საქმისადმი მიდგომით და დაუღალავი გარჯით. ვფიქრობ, ის ყველა ასპექტში სუპერპროფესიონალია. გეტვყით, რომ ბეილი ახალაგაზრდა მოთამაშის მოტივაციით ვარჯიშობს,” –ამბობს ლოპეტეგი.

ბეილი: “დიდი მატჩები ჯერ კიდევ წინაა და მათში მონაწილეობის მიღება მსურს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტურში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლა კორუნიის “დეპორტივო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 7-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს დუბლის ავტორი, გარეთ ბეილი ესაუბრა.

“კიდევ ბევრი დიდი მატჩი დარჩა და მინდა, მათში მონაწილეობა მივიღო. თავს კარგად ვგრძნობ. ასი პროცენტით მზად არ ვარ და ამიტომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გულშემატკივარი ვერ ხედავს, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ  თამაშის ხარისხს აუცილებლად გავაუმჯობესებ. ვფიქრობ, ძალების აღდგენა და თამაშების მოგება შეგვიძლია. ამას ისე გვაკათებთ, როგორც ადრე.”

“როცა კარიმ ბენზემასთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშობ, ყველაფერი მარტივი და სახალისოა. მინდა, მათთან და სხვა გუნდელებთან ერთად გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შევიტანო,” – აცხადებს უელსელი.

ჯონ ტოშაკი: “ბეილის ტრავმები შესაძლოა, მარჯვენა ფლანგზე თამაშს დავაბრალოთ”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, გარეთ ბეილი ხშირად ტრავმიანობს. მას წინა სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა. უელსელი ვერც მიმდინარე შემოდგომაზე იყო მწყობრში. ტრავმის მოშუშების შედმეგ კი, მან ახალი დაზიანება მიიღო და სანაკრებო შეხვედრებიც (ერთ-ერთი საქართველოსთან) გამოტოვა.

“ბლანკოსისა” და უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ჯონ ტოშაკმა თავისი ყოფილი შეგირდის ხშირ ტრავმიანობაზე ისაუბრა.

“ცოტა ხნის წინ გარეთს ვესაუბრე. მან მარჯვენა ფლანგზე თამაშის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება. ბეილი მარცხენა ფეხის გარე ნაწილით იღებს ბურთს. ის ყოველთვის იყო მოთამაშე, რომელიც მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა. მას “რეალამდე” არასდროს უასპარეზია საპირისპირო მხარეს. გარეთი თავდაპირველად მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოდიოდა. გინახავთ მალდინის, კარლოსს ან ფაკეტის საპირისპირო ფლანგზე ეთამაშოთ? ფაქტია, რომ ეს პოზიცია ბეილისთვის არც ისე მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ეს ტრავმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია,” – აცხადებს 68 წლის უელსელი.

 

კროოსი: “ბეილი სტვენას არ იმსახურებს”

მადრიდის “რეალი” გუშინ ნიქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობის დროს, გარეთ ბეილს გულშემატკივრებმა დაუსტვინეს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ჟურნალისტებს ტონი კროოსი ესაუბრა.

“როცა შენს საკუთარ ფეხბურთელს უსტვენ, ეს ნამდვილად არაა მოსაწონი საქციელი. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯეთ. სწორედ ასევე მოიქცა გარეთიც. შესაბამისად ასეთ მოპყრობას არავინ იმსახურებს.”

“ეს მადრიდის “რეალია”. ყველას სურს, რომ ჩვენგან მაქსიმუმი მიიღოს. ბეილზე დიდი ავანსებია გაცემული. ყველას შეუძლია, საკუთარი რეაქცია ჰქონდეს ნებისმიერ რამეზე. თუმცა, ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ სტვენა არავისთვისაა მომგებიანი,” – აცხადებს ტონი.