დიეგო ვალერის რეკორდი MLS-ში

“პორტლენდ ტიმბერსმა” ამერიკის საფეხბურთო ლიგის მიმდინარე სეზონის 30-ე მატჩი “რეალ სოლტ ლეიკის” წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ “პორტლენდელთა” რიგებიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი დიეგო ვალერია, რომელმაც ამის წყალობით MLS-ში ახალი რეკორდის დამყარება შეძლო.

საქმე ისაა, რომ 31 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ზედიზედ რვა მატჩში შეძლო, რაც MLS-ში აქამდე არავის გაუკეთებია. საერთო ჯამში, ვალერიმ ჩემპიონატის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 18 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.

გეტყვით იმასაც, რომ არგენტინელი ფეხბურთელი აქამდე “ლანუსის”, “ალმერიასა” და “პორტუს” რიგებშიც თამაშობდა.