“რეალს” ტრავმის გამო მარსელოც გამოაკლდა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დაპირისპრიებაში ტრავმა მიიღო “ბლანკოსის” მარცხენა მცველმა, მარსელომ. მას დაზიანება ფეხის კუნთზე აქვს. ამის გამო ბრაზილიელს 72-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. იგი ლუკას ვასკესმა ჩაანაცვლა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს მარსელოს უქმობა. მას გამოკვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს.

ასევე, ტრავმირებულია თეო ერნანდესი. მას მხრის ტრავმა აქვს, რის გამოც ორი კვირა ვერ დაეხმარება გუნდს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ შაბათს გასამართ შეხვედრაში, სადაც “რეალი” “ალავესს” დაუპირისპირდება, დიდი ალბათობით, მარცხენა ფლანგს ნაჩო ფერნანდესი ჩაიბარებს.

თეო ერნანდესი “ბეტისთან” არ ითამაშებს

მადრიდის “რეალი” ხვალ, 23:55 საათზე “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდება. ესპანური პრესის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს თეო ერნანდესი.

“რეალის” მარცხენა მცველს მარჯვენა მხარი აქვს ამოვარდნილი. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ 19 წლის ფეხბურთელი მინიმუმ “ბეტისთან” თამაშს ვერ შეძლებს. შესაძლოა, მან ვერც “ალავესთან” იასპარეზოს.

თეომ გასულ უქმეებზე, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მიიღო აღნიშნული დაზიანება.