უსმან დემბელე ეტლით გადაადგილდება (ვიდეო)

“ბარსელონას” ფეხბურთელი უსმან დემბელე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, გუნდს დაუბრუნდა. კლუბის ოფიციალურ მიკრობლოგზე ფრანგი შემტევის დაბრუნების ამსახველი ვიდეოფრანგმენტი გამოქვეყნდა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ დემბელე ეტლით გადაადგილდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ოთხ თვემდე პერიოდის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ ტრავმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეოთხე ტურში “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:1) მიიღო.