ლუკა ზიდანი მადრიდის “რეალს” ტოვებს

ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ, მადრიდის “რეალის” რიგებს, დიდი ალბათობით, მისი ვაჟი ლუკა ზიდანიც დატოვებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

როგორც იცით, გასული სეზონი ლუკა ზიდანმა მადრიდელთა მესამე მეკარის სტატუსით ჩაატარა. თუმცა, მომავალი სეზონისთვის “ბლანკოსი” მას მნიშვნელოვან მოთამაშედ აღარ განიხილავს. ზიდანის ნაცვლად ესპანურმა გრანდმა გუნდში უკვე მიიყვანა ანდრეი ლუნინი.

ლუკა ზიდანმა “სამეფო კლუბში” 14 წელი გაატარა, გამოდიოდა ისევე როგორც ახალგაზრდულ, ასევე მთავარ გუნდში. ძირითად გუნდში მისი დებიუტი გასულ სეზონში, ესპანეთის ლა ლიგის მატჩში შედგა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა მეკარე.

ლუკა ზიდანი: “მოედანზე ყოფნისას მე ლუკა ვარ და არა ზიდანი”

ლუკა ზიდანი “ვილიარეალთან” ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ აცხადებს, რომ “რეალის” მაისურით მოედანზე ყოფნისას ის ცალკეული პიროვნება, ლუკაა და არა ზინედინ ზიდანის ვაჟი.

“ჩემი დებიუტი? ერთდროულად ტკბილი და მწარე შეგრძნება დამიტოვა. ვამაყობ, რომ მსოფლიო საუკეთესო კლუბის რიგებში ვითამაშე, თუმცა სამწუხაროა, რომ მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ.

ყველანაირად ვეცადე, კარი მშრალად შემენახა, მაგრამ არ გამომივიდა. გაშვებული გოლები კიდევ ერთხელ უნდა ვნახო და გავაანალიზო, თუ რა მოხდა.

როდის გავიგე, რომ ჩემი დებიუტი შედგებოდა? ზიდანმა ერთი დღით ადრე მითხრა. ნამდვილად ვამაყობ, ასეთი ფეხბურთელების გვერდით რომ ვითამაშე.

რა მითხრეს თანაგუნდელებმა? მითხრეს, რომ ყოველი წამისგან მიმეღო სიამოვნება. ჩემი გვარი? როდესაც ვთამაშობ, მე ლუკა ვარ და არა ზიდანი, ” – აცხადებს ახალგაზრდა მეკარე.

რეალური მიზეზი, რის გამოც ზიდანმა კეპა არისაბალაგას ტრანსფერი დაბლოკა

გასულ პარასკევს მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტთან და გენერალურ დირექტორთან გამართა შეხვედრა. ფრანგმა სპეციალისტმა სწორედ ამ დროს გაიგო, რომ ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარესთან, კეპა არისაბალაგასთან შეთანხმება უკვე მიღწეული იყო. თუმცა, ყველასათვის გასაკვირად, ზიდანმა ეს ტრანსფერი დაბლოკა.

ვიგოს “სელტასთან” გამართული მატჩის წინ ზიდანმა განაცხადა – “არ მჭირდება სხვა მეკარე”. ესპანური გამოცემის, Diario Sport-ის აზრით, ამის მიზეზი ლუკა ზიდანია, რომელიც ამ დროისთვის “რეალის” მესამე მეკარეა. არისაბალაგას ტრანსფერი კი, ბუნებრივია, 19 წლის ფეხბურთელის განვითარებას შეაფერხებდა.

ვრცელდება ხმები, რომ ერთგვარი “ნეპოტიზმის” გამო ზიდანს “რეალშიც” ადანაშაულებენ. ლუკას დაცვასთან ერთად, რომელიც არაერთი სერიოზული შეცდომით არის ცნობილი სოციალურ მედიაში, აღსანიშნავია ენცო ზიდანის გამორჩევაც მამამისის მხრიდან – ეს უკანასკნელი იმაზე მეტ სათამაშო დროს იღებდა, ვიდრე საჭირო იყო. ეს კი მისმა “ალავესში” გადასვლამაც დაადასტურა, სადაც ის სათადარიგო მოთამაშედ იქცა, შემდეგ კი შვეიცარიულ “ლოზანაში” გადაბარგდა.

ზიდანს “ეიბართან” ხუთი ფეხბურთელი არ ეყოლება

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსი” აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი, დანი კარვახალი, კეილორ ნავასი, ლუკა ზიდანი – ეს იმ მოთამაშეთა ხუთეულია, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გუშინდელ ვარჯიშზე 20 სპორტსმენი ირჯებოდა. მათ შორის იყო 17 წლის მეკარე, მოჰა, რომელიც წინა რამდენიმე თამაშის მსგავსად, დღესაც განაცხადშია.

ლუკა ზიდანი: “არ მინდა, მამაჩემს მადარებდნენ”

საფრანგეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კიპერმა ლუკა ზიდანმა განმარტა, თუ რატომ აირჩია მეკარის ამპულა მამისგფან განსხვავებით, რომელიც თავის დროზე ნახევარმცველად თამაშობდა.

“ბავშვობაში, როდესაც ძმებთან და მამასთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის კარში ჩადგმა მინდოდა. არ მინდა, რომ მამაჩემს მადარებდნენ.

არავის არ ვბაძავ, თუმცა მანუელ ნოიერის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ის ამ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ჩემთვის ნოიერი უფრო საორიენტაციო ფიგურაა, ვიდრე მისაბაძი მაგალითი”, – თქვა ლუკა ზიდანმა ფიფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

17 წლის მეკარე დანარჩენ ძმებთან ერთად მადრიდის “რეალის” აკადემიაში ირიცხება. ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბის” მეორე გუნდს თავკაცობს, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

ოქტომრის თვეში ლუკა ზიდანი საფრანგეთის 17 წლამდე ნაკრებთან ერთად ჩილეში გასამართ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

 

ზინედინ ზიდანის შვილების ორი ლამაზი გოლი ფუტსალის მატჩში (ვიდეო)

როგორც იცით, დუბაიში ფუტსალის ტურნირი ტარდება, რომელშიც მონაწილეობას ზინედინ ზიდანი და მისი შვილები იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მატჩში ლუკა ზიდანმა და ენცო ზიდანმა საკმაოდ ლამაზი გოლები გაიტანეს.

ზინედინ ზიდანის შვილმა ანდერ ერერას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა (ვიდეო)

ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილმა, ლუკა ზიდანმა, რომელიც მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული გუნდის მეკარეა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელს, ანდერ ერერას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

ზინედინ ზიდანი შვილმა მამამისს მიბაძა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა (ვიდეო)

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა.

ფრანგთა მხირდან ერთ-ერთი პენალტი ზინედინ ზიდანის შვილმა, მეკარე ლუკა ზიდანმა შეასრულა, მან დარტყმის შესრულება ისე გადაწყვიტა, როგორც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მამამისმა, თუმცა მისთვის ყველაფერი წარუმატებლად დასრულდა.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ნაკრებმა ფინალის საგზური მაინც მოიპოვა, ზიდანმა კი სამი პენალტის მოგერიება შეძლო.

ლუკა ზიდანი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს

15 წლის ლუკა ზიდანმა, რომელმაც კვირას, მადრიდის „რეალში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა, საფრანგეთის 16 წლამდე ნაკრებისგან მოწვევა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

სახელგანთქმული ზინედინ ზიდანის მეორე შვილი „მამლების“ საწვრთნელ ბაზაზე რამდენიმე დღეს დაჰყოფს.

აღსანიშნავია, რომ მამისგან და უფროსი ძმისგან განსხვავებით, ლუკა ზიდანი მეკარის პოზიციაზე თამაშობს.

 

ზინედინ ზიდანის შვილის – ლუკა ზიდანის შესანიშნავი სეივები

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდი საერთაშორისო ტურნირზე იღებს მონაწილეობას. “რეალის” მეკარე ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილი, ლუკა ზიდანია.