ალბა: “ჩელსი” ისევ კონტრშეტევებზე ითამაშებს, რაც ძალიან საშიშია”

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმაენთს კატალონიის “ბარსელონა” და ლონდონის “ჩელსი” დაუპირისპირდებიან. წინა შეხვერდა, მოგეხსენებათ, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

პრინციპულ მატჩამდე “ბლაგურნას” ფეხბურთელმა, ხორდი ალბამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ველით, რომ “ჩელსი” ისევ კონტრშეტევებზე ითამაშებს. ისინი თავს ძალიან კარგად იცავენ, წინ კი სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც აგრესიულად უტევენ. რთული თამაში გველის და ასეთი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვება ყოველთვის დიდ ძალისმხევას მოითხოვს. “ბარსელონა” კარგ სეზონს ატარებს და გვინდა, ეს ბარიერი დავძლიოთ.

პირადად მე, თავს, უფრო და უფრო, კარგად ვგრძნობ. ბევრ რამეს ვსწავლობ და დიდ გამოცდილებას ვიძენ. იმედი მაქვს, ყველაფერს მოვიგებთ და შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზეც მივაღწევ წარმატებას. ეს ერთადერთი ტიტულია, რაც არ მომიგია,” – ამბობს ალბა.

ხორდი ალბა: “მწვრთნელს გუნდის თამაში იდეალურისკენ მიჰყავს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეექვსე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” “ჟირონას” ესტუმრა და მეტქოე ანგარიშით, 3:0 იმარჯვა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” მარცხენა მცველი, ხორდი ალბა ესაუბრა.

“მწვრთნელს გუნდის თამაში იდეალურისკენ მიჰყავს. კარგია, რომ ყველა ფეხბურთელს ეძლევა ასპარეზობის შანსი. ვალვერდე შესანიშნავად მუშაობს. ჩვენ მშვენიერი ურთიერთგაგება გვაქვს.”

“მომწონს ის სტილი, რომლითაც ახლა ვთამაშობთ. მსოფლიოში ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, რომლის მიხედვითაც მოედანზე შეიძლება, იხელმძღვანელო, თუმცა ვგრძნობ, ეს ჩვენთვის იდეალური სტილია. ამ გუნდის ნაწილი ვარ და მიხარია, რომ ახალ წარმატებებში წვლილის შეტანა შემიძლია,” – აცხადებს ალბა.