ყველაზე სწრაფი პოკერი MLS-ში (ვიდეო)

“დი სი იუნაიტედის” თავდამსხმელმა პატრიკ მალინსმა MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერი შეასრულა. “სან ხოსე ერსკუეიკსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში 25 წლის ფეხბურთელმა ოთხი გოლი 31 წუთის განმავლობაში გაიტანა (57-ე, მე-60, 68-ე და 88-ე წუთებზე).

“დი სი იუნაიტედმა” მისი გოლების წყალობით მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. “სან ხოსეს” რიგებში ვაკო ყაზაიშვილმა 81-ე წუთამდე ითამაშა.