გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეექვსე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “ალავესი” სტუმრად ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. საგულისხმოა, რო ეს შეხვედრა “ბლანკოსის” ნახევარმცველისთვის, ისკოსთვის საიუბილეო – მე-200 მატჩი იყო.
დაპირისპირების შემდეგ ალარკონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ბედნიერი ვარ ჩემი მადრიდული კარიერით. ამ დროის მანძილზე უფრო მეტი კარგი მოგონება მაქვს, ვიდრე – ცუდი. გამორჩეული გრძნობა “ლა დესიმას” მოგებაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტ ტიტულს დავისაკუთრებთ.”
“როგორც ფეხბურთელი, ძალიან განვვითარდი. უფრო და უფრო, კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. იმედი მაქვს, “რეალის” დახმარებას დიდ ხანს შევძლებ,” – აცხადებს ისკო.