ესპანურ “ვილიარეალს” მთავარი მწვრთნელი, ფრან ესკრიბა აღარ გაწვრთნს. ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი. ხოლო, დღეს დილით ჩანიშნული ვარჯიში, რომელიც ათ საათზე უნდა გამართულიყო, საღამოს ექვსზე შედგება.
ესკრიბამ “ყვითელი წყალქვეშა ნავი” 2016 წლის 11 აგვისტოს ჩაიბარა. მაშინ გუნდი “მონაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სათამაშოდ ემზადებოდა. ახლა კი, “ვილიარეალი” ლა ლიგის ექვსი ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. მას მხოლოდ ორი მოგება აქვს.
სავარაუდოდ, დღეს ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გახდეს ცნობილი, ვინ დაიკავებს ესკრიბას ადგილს.