გუშინ პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში ლონდონის “არსენალმა” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში შეუცველლად ითამაშა გარეთ ბერიმ, რომელმაც სტუმარ გუნდს უკაპიტნა. საგულისხმოა, რომ 36 წლის ფეხბურთელისთვის ეს რიგით 633-ე შეხვედრა იყო, რომელიც მან პრემიერ ლიგაში ჩაატარა. ამ შედეგით მან დაამხო “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდის, რაიან გიგზის რეკორდი (632 მატჩი).
ბერის დებიუტი პრემიერ ლიგაში 1998 წლის ორ მაისს შედგა. მაშინ ის “ასტონ ვილაში” გამოდიოდა, რომელმაც “შეფილდ უედნესდეის” ანგარიშით, 3-1 მოუგო. მას შემდეგ, გარეთმა “მანბჩესტერ სიტიში”, “ევერტონსა” და ნახსენებ “ვესტ ბრომვიჩში” იასპარეზა. ცოტა ხნის წინ, ინგლისელმა განაცხადა, რომ მას 40 წლამდე სურს თამაში.