ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი “ლივერპულის” ისტორიაში შევიდა

მერსესაიდის “ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგაზე, მოსკოვის “სპარტაკთან” გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაზე შეიყვანა.

ამის წყალობით, ალექსანდერ-არნოლდი “წითლების” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე მიიღო მონაწილეობა.

დღეს ტრენტი 18 წლისა და 354 დღის გახლავთ და ამ ასაკში მან უკვე მოახერხა იურგენ კლოპის ნდობის მოპოვება – პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში ის სამჯერ გამოიყვანეს მოედანზე. ინგლისის ჩემპიონატში გატარებულ 90 წუთში ამ უკანასკნელმა თავი მხოლოდ 2 ყვითელი ბარათითა და კარგი თამაშით დაგვამახსოვრა.