დღეს ქალაქ მცხეთაში “ვიტ-ჯორჯია” “ზუგდიდს” მასპინძლობდა, ტრაგედია კი, მატჩის დაწყებამდე დატრიალდა.
ზუგდიდელთა მეკარე შოთა მამინაშვილი მოთელვისას შეუძლოდ გახდა და მოედანზე უგონოდ დაეცა. ექიმები თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად ვერაფერს გახდნენ და 31 წლის კიპერი გარდაიცვალა.
ჩვენი საიტი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს, როგორც გარდაცლილის ოჯახის, ასევე ს.კ.”ზუგდიდის” მიმართ.