ლონდონის “არსენალის” ახალწვეული, ალექსანდრე ლაკაზეტი საკმაოდ საინტერესო და “მეთოფეთა” გულშემატკივართათვის დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, ის აუცილებლად ეცდება “ემირეიტსზე” ანტუან გრიზმანის გადაბირებას.
“დიახ, გრიზმანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ და ერთად ბევრს ვერთობით.
ზედმეტსახელებიც კი გვაქვს, მე მას გრიზის ვეძახი, ის – ლაკაზს. თუ ის ლონდონში აღმოჩნდება, აუცილებლად შევხვდები და “არსენალში” მოვიწვევ,” – აცხადებს “ლიონის” ყოფილი შემტევი.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი ზაფხულშიც ძალიან ახლოს იყო ესპანეთის დატოვებასთან, თუმცა “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციამ მას გეგმები შეუცვალა.