ჰარი კეინი “ტოტენჰემში” ბედნიერია, მაგრამ წასვლის ვარიანტსაც არ გამორიცხავს

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერის, ჰარი კეინის მომავალი ბურუსითაა მოცული. მიუხედავად იმისა, რომ კეინს ლონდონში ყველაფერი აქვს და საუკეთესო ფორმაშიც იმყოფება, არის ერთი მაცდუნებელი ვარიანტიც – კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელება.

ამ დღეებში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, “ბლანკოსის” დირექტორი, ფლორენტინო პერესი მზადაა, კეინის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს თავად ფეხბურთელმა ასე უპასუხა:”მსგავს კითხვებს გადაჭრით არასდროს ვპასუხობ. შეუძლებელია, რამე გამორიცხო.

კლუბიდან წასვლა ისეთი რამ არ არის, რისი გაკეთებაც ნამდვილად მინდა, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “სპურსში” თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.”