“იოზილმა “არსენალი” ფსიქოლოგიურად უკვე დატოვა”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მცველმა, მარტინ კიოუნმა მესუთ იოზილის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მთელი თავისი ძალებით არ ცდილობს თამაშს და მონდომებაც აკლია.

“ვფიქრობ, ის ვენგერის მოთმინებას სცდის, მეტად, ვიდრე ეს ვინმეს გაუკეთებია. მას მატჩებში მონაწილეობის მიღების სურვილი არ აქვს. ბელარუსიაში ევროპა ლიგაზე სათამაშოდ მას წასვლა უბრალოდ არ უნდოდა.

ამის შემდეგ, იოზილი მხოლოდ ცხრა წუთით იყო მოედანზე “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” მატჩში და ტრავმა მიიღო. ნამდვილად საკვირველია, როგორ მოახერხა ეს ამ დროში?

ჩემი აზრით, მან უკვე დატოვა კლუბი. ფსიქოლოგიურად, მენტალურად, ის “არსენალში” აღარ არის. შესაძლოა, ვენგერი უბრალოდ საუკეთესო შემოთავაზებას ელოდება, რათა მისი ტრანსფერიდან მეტი ფული მიიღოს,”- აცხადებს კიოუნი.