იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ჯანლუიჯი დონარუმას გარშემო არსებულ სიტუაციას საკმაოდ ახლოდან აკვირდებიან.
როგორც ცნობილი ხდება, ბავარიელები მანუელ ნოიერის სრულფასოვან შემცვლელს ეძებენ. დონარუმას ალტერნატიულ ვარიანტად კი “ბარსელონას” კარის დარაჯი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სახელდება.
მანუელ ნოიერის ტრავმის გამო, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა, “ბაიერნი” იძულებული არის, რომ გერმანელი მეკარის შემცვლელი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “რეკორდმაისტერის” კარს სვენ ულრაიხი იცავს, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს თავს არც ისე კარგად ართმევს.