“ლივერპულმა” გუნდის მთავარი ფიზიოთერაპერტი დაითხოვა

“ლივერპულმა” გუნდის სამედიცინო შტაბის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი, მთავარი ფიზიოთერაპერტი, ენდი რენშოუ დაითხოვა. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Telegraph ავრცელებს.

რენშოუ ამ თანამდებობაზე სულ რაღაც 15 თვის წინ დაინიშნა, როდესაც მან “ლივერპულის” ერთგული ქრის მორგანი შეცვალა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პერიოდში ენდიმ იურგენის ნდობის მოპოვება ვერ შეძლო.

გეტყვით იმასაც, რომ რენშოუ “ლივერპულში” 2009 წლიდან მუშაობს. მორგანის წასვლამდე (ახლა “კრისტალ პალასში” მუშაობს), ის “წითლების” აკადემიის წევრებთან თანამშრომლობდა.