ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეცხრე ტური გაიმართა. ერთმანეთს: A, B და H – ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდნენ.

სამივე ჯგუფში დაძაბული მდგომარეობაა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. ბოლო ტური გადაწყვეტს უმეტეს შემთხვევაში, თუ ვინ იასპარეზებს 2018 წელს რუსეთში.

A ჯგუფში თავისი შეხვედრა მოიგო როგორც ჰოლანდიამ, ასევე შვედეთმა და საფრანგეთმა. შვედეთმა დღეს, დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე, რითაც 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჰოლანდიის ნაკრებს ამსტერდამში, მხოლოდ სასწაულის უნდა სჯეროდეს.

ბელორუსი 1-3 ჰოლანდია
შვედეთი 8-0 ლუქსემბურგი
ბულგარეთი 0-1 საფრანგეთი

B -ჯგუფში კი, გუნდები პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიის ნაკრები, მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება შვეიცარიის ნაკრებს და თუ ბოლო ტურში, ლისაბონში შეძლებენ და ისინი დაამარცხებენ უშუალო კონკურენტს, პირდაპირ მოხვდებიან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ანდორა 0-2 პორტუგალია
შვეიცარია 5-2 უნგრეთი
ფარერები 0-0 ლატვია

H ჯგუფში დიდი ხანია გაირკვა თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. პლეიოფისათვის კი, ბოსნიისა და საბერძნეთის ნაკრებები იბრძვიან. დღეს ბოსნია&ჰერცოგოვინამ საკუთარ კედლებში დათმო შეხვედრა ჯგუფის ლიდერთან, მაგრამ საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა შესთავაზა მაყურებელს. რაც შეეხება საბერძნეთს, ისინი მეზობელ კვიპროს გაეჯიბრნენ და სტუმრად 2-1 იმარჯვეს. 10 ოქტომბერს საბერძნეთი გიბრალტარს მიიღებს, ხოლო ბოსნია ესტონეთს ეწვევა.

ბოსნია-ჰერცოგოვინა 3-4 ბელგია
გიბრალტარი 0-6 ესტონეთი
კვიპროსი 1-2 საბერძნეთი