ბასილაშვილი დელ პოტროსთან დამარცხდა

ძირითად ბადეში მყოფი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში მიმდინარე “მასტერსის” ტურნირზე არგენტინელ დელ პოტროსთან დამარცხდა.

ქართველი 59-ე ჩოგანი შანხაის “მასტერსის” გათამაშებაში იღებდა მონაწილეობას. 1/32-ფინალში ის დელ პოტროს დაუპირისპირდა და საერთო ანგარიშით 2-1 დამარცხდა.

სამ სეტში ბასილაშვილმა 2:6, 6:3, 4:6 წააგო. არგენტინელი 23-ე ჩოგანი 1/16-ფინალში გავიდა.