“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი მამალთა ბრძოლების ორგანიზებისთვის დააკავეს

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ფაბიო როშემბაკი ბრაზილიაში დააკავეს. “გლობო” იუწყება, რომ 35 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მამლების ბრძოლებს აწყობდა, რაც კანონით დასჯადი ქმედებაა.

მამლების ბრძოლა სპორტის აზარტული სახეობაა, რომელშიც მაყურებლები ერთ-ერთ მამალზე ფსონებს დებენ.

სამართალდამცველებმა როშემბაკს ბრძოლისთვის გაწვრთნილი 89 მამალი, ცეცხლსასროლი იარაღი და 26 ათაი ევრო აღმოუჩინეს. როშემბაკი მამალთა ბრძოლების ორგანიზებაში აქამდეც შემჩნეული იყო. მას ამ ქმედებაში 2011 წელსაც დასდეს ბრალი.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო როშემბაკი “ბარსელონას” ღირსებას 2001-დან 2005 წლამდე იცავდა.