გუშინ ისლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვო ანგარიშით, 2:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.
ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, გუდნი ბერგსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“სასიხარულოა, როცა ასეთი პატარა ქვეყნის ნაკრები წარმატებას აღწევს. გუნდი ძალიან ორგანიზებული და შეკრულია – მისი გატეხვა ურთულესია. სწორედ ამიტომ, მან ერთ დიდ მიზანს უკვე მიაღწია. ჩვენთვის დაუჯერებელია, რომ მუნდიალზე მივდივართ. ყველა ძალიან აღელვებული და გაოცებულია. ეს ჩვენთვის ფასადაუდებელი გამოცდილება იქნება.”
“ფეხბურთელებმა დიდებული სამუშაო შეასრულეს. ეს თაობა დიდი ხანია ერთად თამაშობს, რის გამოც ისინი ერთმანეთს მშვენივრად უგებენ. ერთიანმა სულმა განაპირობა ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება! ევროპის ჩემპიონატზე ფანები შესანიშნავად გვგულშემატკივრობდნენ. გუნდის სულისკვეთება მათზეც გადადის. იმედი მაქვს, მხარდაჭერა რუსეთშიც ასეთივე იქნება,” – განაცხადა ბერგსონმა.