MARCA : “მადრიდის “რეალი” კარვახალის სანაცვლოდ არავის შეიძენს”

ესპანურმა გამოცემამ, MARCA-მ მადრიდის “რეალის” სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

როგორც ეს გამოცემა იუწყება იმ შემთხვევაში, თუ კარვახალი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებს მინდორზე გასვლას, “რეალი” მზადაა ნაჩოსა და აჩრაფ ჰაკიმს ენდოს.

ნაჩო ფერნანდესი უნივერსალური მცველია, მას შეუძლია დაცვაში ნებისმიერ ადგილას ითამაშოს და, თანაც, საკმაოდ საიმედოდ. სწორედ ეს აძლევს ზიდანს მასზე დაყრდნობის საშუალებას. ასევე “რეალის” მესვეურები დიდ იმედებს ამყარებენ აჩრაფ ჰაკიმზე.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენ ხანს იუქმებს კარვახალი, მაგრამ ფაქტია, მადრიდის “რეალი” აჩქარებას არ აპირებს და ისინი სრულ ნდობას უცხადებენ, როგორც დანიელ კარვახალს, ასევე აჩრაფსა და ნაჩო ფერნანდესს.