ლონდონის “არსენალი” პრემიერ ლიგაში ამ სეზონშიც ვერ ამართლებს იმ მოლოდინს, რაც გულშემატკივრებს აქვთ. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ალექსის სანჩესისა და მესუთ იოზილის გადაწყვეტილებაზე, დარჩნენ თუ არა კლუბში. მათ კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურებათ.
“მეთოფეთა” მთავარმა მწვრნელმა, არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან ორი ლიდერის წასვლა-დარჩენის თემაზე ისაუბრა.
“ყველა შესაძლებელ ხერხს მოვსინჯავთ, რომ იოზილი და სანჩესი ჩვენთან დარჩნენ. როგორც დავასკვენი, ამ ეტაპზე მესუთს აქ თამაში სურს. თუმცა, არც ეს საქმეა მარტივად. იმედი მაქვს, ყველაფერი საპირისპიროდ შემობრუნდება და ფეხბურთელებს შევინარჩუნებთ. ჯერ რამის ზუსტად თქმა ძალიან რთულია. ნამდვილად არაა გამორიცხული, იანვარში ორივე ფეხბურთელი გავყიდოთ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს,” – აცხადებს ფრანგი.