საფრანგეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი, ლიუკა დინი აცხადებს, რომ “დეზებს” თავისუფლად შეუძლიათ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორები გახდნენ.
“ამ გუნდით მუნდიალის მოგება შეგვიძლია. ყველა მოთამაშე ამას ფიქრობს. თავდაჯერებულები და მონდომებულები ვართ. გაგვაჩნია დიდი ამბიცია და საკმაო პოტენციალი იმისთვის, რომ სასურელ მიზანს მივაღწიოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება კონკურენტები. ჩვენს ნაკრებს მთავარ ფავორიტად არ მივიჩნევ.”
“რა თქმა უდნა, შეგვიძლია განვითარება და რუსეთში თასის აღმართვა. სასიამოვნოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავძლიეთ და პირდაპირ გავედით ამ ტურნირზე. ახლა შეგვიძლია, თავს ოცნების უფლება მივცეთ, თუმცა მთავარი მუდმივი მუშაობაა,” – ამბობს 24 წლის ფრანგი.