პოჩეტინო: “გვარდიოლას ეს სიტყვები ჩვენი უპატივცემულობაა და სხვა არაფერი”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ტოტენჰემი” ჰარი კეინის გუნდად მოიხსენია. მას “სპურსების” დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო გამოექომაგა. არგენტინელი დამრიგებელის განცხადებით, გვადიოლას ნათქვამი მისი კლუბის უპატივცემულობაა.

“მან ჩვენს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. გვარდიოლას ნათქვამს ჩემზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია. ის ჩემთვის და ბევრისთვის უმნიშვნელოა. ესპანელი დიდი კლუბის მწვრთნელი იყო. მან შესანიშნავი ეპოქა შექმნა და არასდროს ვიტყვი, რომ იმდროინდელი “ბარსელონა” მესის გუნდი იყო.”

“შესაძლებელია, პრესკონფერენციის შემდეგ მან დამირეკოს. მის ზარს აუცილებლად ვუპასუხებ. პეპს ვიცნობ: დიდი გამარჯვების შემდეგ, ის მუდამ ემოციებშია, ცდილობს, დაიცვას საკუთარი პოზიცია და იყოს ჯენტლმენი,” – ამბობს პოჩეტინო.