ლობჟანიძემ დანიის პლეი-აუტის ფინალში გაიტანა (ვიდეო)

გუშინ დანიის პლეი-აუტის ფინალის პირველი მატჩი შედგა. “ლინგბიმ” საკუთარ მოედანზე “რანდერსი” მიიღო.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა. ანგარიშის გახნსა სწორედ “რანდერსის” ქართველმა ლეგიონერმა, საბა ლობჟანიძემ მოახერხა. მან ეს 30-ე წუთზე შეძლო.

გეტყვით, რომ “რანდერსი” “ლინგბისთან” განმეორებით შეხვედრას 21 მაისს, საკუთარ მოედანზე გამართავს. თუ, ორი მატჩის ჯამში, ლობჟანიძის გუნდმა იმარჯვა, ის დანიის სუპერლიგაში დარჩენას გაინაღდებს.

ლაზარეთიდან დაბრუნებულმა ლობჟანიძემ დანიაში დუბლი შეასრულა (ვიდეო)

დღეს დანიის სუპერლიგის პლეიოფის განმეორებითი მატჩი შედგა. “რანდერსმა” “ჰელსინგორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლის შეგდება ლაზარეთიდან ახალდაბრუნებულმა ქართველმა ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ მოახერხა. ორი მატჩის ჯამში 3-2 “რანდერსის” სასარგებლოდ!შესაბამისად, ეს გუნდი პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს.

გეტყვით, რომ ლობჟანიძის გუნდი კიდევ ერთ მეტოქეს შეებრძოლება, რათა დანიის სუპერლიგაში დარჩეს.

ლობჟანიძე შეუჩერებელია – “ლინგბის” შერხეული ბადე და ბოლო ორ მატჩში გატანილი ოთხი გოლი

დღეს დანიის სუპერლიგაში, საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში ერთმანეთს “ლინგბი” და “რანდერსი” დაუპირისპირდნენ.

ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ გახსნა. 23 წლის სპორტსმენმა მეოთხე წუთზე დააწინაურა “რანდერსი”. თუმცა, მას 35-ე წუთზე დაზიანების მიღების გამო, მოუწია, მოედანი დაეტოვებინა. საბოლოოდ, საბას გუნდმა ანგარიშით, 3-1 იმარჯვა. მან ჯგუფში 30 ქულით მესამე ადგილი დაიკვა.

ამით დასრულდა საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ჯგუფური ეტაპი (ანუ სუპერლიგის 14 გუნდიდან, ყველაზე ცუდი რვა გუნდი ორ ჯგუფში იყო განაწილებული, სადაც იქიდან გასასვლელად და ჩემპიონატში დარჩენის უკეთესი შანსის შესაქმნელად სჭირდებოდა პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა). “რანდერსმა” მესამე პოზიცია დაიკავა და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ახლა ის დასაქვეითებელ პლეი-ოფში იბრძოლებს, რომ სუპერლიგაში დარჩეს.  ის ორმატჩიან დაპირისპირებაში მეორე ჯგუფის ბოლო ორი გუნდიდან შეხვდება “ჰელსინგორს”. პირველი მატჩი ექვს მაისს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში (შესაძლო 2610 წუთიდან 1830 წუთი ითამაშა) უკვე ცხრა ბურთი გაიტანა.

 

ლობჟანიძის დუბლი დანიის სუპერლიგაში (ვიდეო)

დღეს დანიის სუპერლიგის გასავარდნ ზონაში პირველი ტურის მატჩი შედგა. “ბიონუტრა პარკ რანდერსზე” “რანდერსმა” “ლინგბი” მიიღო.

ანგარიში მე-15 წუთზე საბა ლობჟანიძემ გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა 16 წუთში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს, საბოლოოდ, ანგარიშით, 2-0 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “რანდერსს” 23 ქულა აქვს და ოთხგუნდიან გასავარდნ ზონაში მესამე ადგილზეა. ის მეორეადგილოსანს რვა ქულით ჩამორჩება.

 

საბა ლობჟანიძის გოლი “რანდერსის” შემადგენლობაში

ამ წუთებში დასრულდა შეხვედრა დანიის თასზე, სადაც “რანდერსი” “ჰოლბეკს” დაუპირისპირდა და სტუმრად 1-4 სძლია.

“რანდერსის” სასტარტო შემადგნელობაში იყო ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე, რომელმაც 25-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა და სტუმრები წინ გაიყვანა. საბას გარდა შეხვედრაში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: მელვადგორი (2), პურე (69; 74).

ამ გამარჯვების შემდეგ, ლობჟანიძის გუნდმა 1/4 ფინალის საგზური გაინაღდა.

ლობჟანიძემ გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა

დანიის სუპერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში საბა ლობჟანიძის “რანდერსი” სტუმრად ჩემპიონატის ლიდერთან თამაშობდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 2-3 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 87 წუთი გაატარა. ლობჟანიძემ გოლი 44-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მისი გუნდი 1-0 მარცხდებოდა. საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში საბას გუნდი მაინც დამარცხდა და დანიის სუპერ ლიგაში ისევ ბოლო ადგილს იკავებს.