მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი, შესაძლოა MLS-ში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას Don Balón-ი ავრცელებს.
კოლუმბიელი ფეხბურთელი ამჟამად ორ წლიანი იჯარით “ბაიერნშია” განათხოვრებული. მისი გერმანიაში გადასხვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, კარლო ანჩელოტი იყო, რომელმაც ის თავის დროზე მადრიდის “რეალშიც” მიიყვანა. მას შემდეგ, რაც იტალიელი სპეციალისტი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, გაურკვეველია თუ რა ბედი ეწევა ხამეს როდრიგეს იუპ ჰაინკესის ხელში.
ამავდროულად, ორი ამერიკული გუნდი, “ორლანდო სიტი” და “ნიუ იორკ სიტი” მზად არიან კოლუმბიელი ფეხბურთელი დაიმატონ.