დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” გლაზგოს “სელტიკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.
დაპირისპრიების შემდეგ ჟურნალისტებს ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი ესაუბრა.
“ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. რამდენიმე მომენტში ყურადღება მოვადუნეთ, რაც მომავალში აღარ უნდა მოხდეს. აუცილებელია კონცენტრაცია პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე.”
“საჭიროა, მომენტალური განვითარება და, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ბუნდესლიგაში საწყისი შეხვედრების მოგება. პირველ მათგანზე გვაქვს იმის ამბიცია, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. სწორედ ამიტომ, ახალ ფეხბურთელებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების განხორციელების უფლება არ მაქვს. თუმცა, ვესაუბრე იმ მოთამაშეებს, რომლებსაც დღეს მონაწილეობა არ მიუღიათ მატჩში. მათ აუცილებლად მიეცემათ შანსი, მით უმეტეს, დატვირთული კალენდარი გვაქვს,” – აცხადებს ჰაინკესი.