გუშინ ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “ბარნლის” დაუპირისპირდა და 3:0 სძლია. 30-ე წუთზე გოლი გაიტანა კუნ აგუერომ, რომელიც მისთვის “მან. სიტის” მაიუსრით ყველა ტურნირზე გატანილ გოლებში 177-ე აღმოჩნდა. ამ შედეგით იგი გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, ერიკ ბრუკს.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ესაუბრა. კატალონიელმა არგენტინელი შემტევის მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება.
“კუნს სამი კვირა გაუცდა და ახლა ფორმაში ჩასადგომად სათამაშო წუთები ესჭიროებოდა. მან ეს მიიღო და შედეგიანადაც გამოიყენა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რეკორდს გაუტოლდა. ხოლო, მას მომავალში აუცილებლდა დაამხობს. როცა ამას გააკეთებს, ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა კლუბის ყველა დროის ბომბარდირი ხდები. ბედნიერები ვართ, რომ ამ მომენტს შევესწრებით. მან რაღაცით უნდა აღნიშნოს ეს ფაქტი. შესაძლოა, ვახშამზეც დაგვპატიჟოს. კიდევ ერთი გოლი… ეს შესაძლოა, მალე ან გვიან მოხდეს,” – აცხადებს გვარდიოლა.