დეულოფეუ: “გოლი სამართლიანად ჩაითვალა”

დღეს ლა ლიგაში მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც “ბარსელონამ” “მალაგას უმასპინძლა და ანგარიშით 2-0 სძლია.

მასპინძლებმა ანგარიში მეორე წუთზე გახსნეს, ეს გოლი კი შემდეგ დავის საგანი გახდა. როგორც გამეორებაზე გამოჩნდა ჩაწოდებისას ბურთმა მოედანი დატოვა, მაგრამ დეულოფეუს დარტყმის შემდეგ არბიტრმა ხელი ცენტრისაკენ გაიშვირა. ბარსელონას მეთექვსმეტე ნომერმა ამ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა.

“განმეორებით ეს ეპიზოდი არ მინახავს, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ, გოლი სამართლიანად ჩაითვალა. არბიტრის სასტვენი არ გამიგონია, ამიტომაც ეპიზოდს არ გამოვეთიშე და ბურთს მიმართულება შევუცვალე,” – აცხადებს ხერარდ დეულოფეუ.