დღეს ღამით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საჩხერის “ჩიხურას” მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა. მიკროავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბათუმში, “დინამოსთან” ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ.
ავტოავარიის შედეგად, სერიოზული დაზიანება მიიღო შოთა კაშიამ. საჩხერელთა კაპიტანს ლავიწის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა.
გთავაზობთ ფოტოებს, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიყურება “ჩიხურას” მიკროავტობუსი ამჟამად.