დღეს ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა (4-2).
ქუთაისში გამართული შეხვედრას დიდი ინტრიგა ჰქონდა, რადგან ორივე გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. დიდი დანაკლისით იყო ჩასული “ლოკომოტივი” ქუთიასში, მათ 7 ფეხბურთელი აკლდათ. ანგარიში მე-9 წუთზე ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლიადორმა, ირაკლი სიხარულიძემ გახსნა და სტუმრებმა პირველი ტაიმი გამარჯვებთ დაასრულეს.
სრულიად განსხვავებული შეხვედრა იხილა გულშემატკივარმა მეორე ნახევარში. ქუთაისლებმა ტაიმის სტარტზევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, თორნიკე კაპანაძემ თავური დარტყმით “ლოკომოტივის” კარი აიღო (47 წთ), მაგრამ მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, გიორგი გოროზიამ შესანიშნავი დარტყმით 56-ე წუთზე დედაქალაქელები ისევ დააწინაურა. ქუთაისელთა შემადგენლობაში 70-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილი შემოვიდა, 73-ზე კი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, გამოცდილმა ქუთაისელმა კი, ყუმბარისებული დარტყმით რევაზ თევდორაძის კარი დალაშქრა. როგორც ზევით ავღნიშნეთ “ლოკომოტივს” რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, დიდი ალბათ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ შეხვედრის მიწურულს რკინიგზელებს დაღლა დაეტყოთ. 85-ე წუთზე გიორგი ქიმაძის გარღვევის შემდეგ კაპანაძემ დუბლი გაიფორმა, შეხვედრაში საბოლოო წერტილი კი, 94-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ დასვა.
ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისლებს 64 ქულა აქვთ, ხოლო მათი უშუალო კონკურენტი თბილისის “დინამო” ამ წუთებში მასპინძლობს “სამტრედიას”.