ბათუმის “დინამო” მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ბათუმის “დინამო” უკრაინელმა მწვრთნელმა, კონსტანტინ ფროლოვმა დატოვა. დიდი ალბათბით, ამის მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წარუმატებლობა გახდა.

ფროლოვის გადადგომას საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტი ოთო ფედიჩკინი ადასტურებს.

“თავისით წავიდა. მიზეზი ალბათ ბოლო პერიოდის წარუმატებელი თამაშები გახდა. ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ იქნება მისი შემცვლელი”, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ოთო ფედიჩკინმა.

44 წლის სპეციალისტი “დინამოში” რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, მანამდე კი, ის ოდესის “ჩერნომორეცის” საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი იყო.