მადრიდში პრობლემები გრძელდება – ვარანი ისევ ტრავმირებულია

გუშინ ლა ლიგის მეთე ტურში განცდილ სენსაციურ მარცხს, მადრიდელთათვის კიდევ ერთი პრობლემა დაემატა.

“ჟირონასთან” გამართულ შეხვედრაში მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თანამემამულე რაფაელ ვარანი 46-ე წუთზე შეცვალა, როგორც აღმოჩნდა ამის მიზეზი ის დისკონფორტი გახდა, რომელსაც “რეალის” ხუთიანი პირველი ნახევრის მიწურულს გრძნობდა კუნთზე. მას შემდეგ, რაც ვარანი 18 წლის ასაკში “რეალში” გადმოვიდა, ფრანგ ფეხბურთელს ტრავმები არც თუ ისე იშვიათად აწუხებს. მან მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო და გამოტოვა შეხვედრა “ვალენსიასა” და “ლევანტესთან”.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იუქმებს ფრანგი ცენტრალური მცველი, მაგრამ დიდი ალბათობით ის “ტოტენჰემთან” გასამართ დაპირისპირებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ვარანი: “გვიყვირის თუ არა ზიდანი?”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა რაფაელ ვარანიმ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ფრანგი ფეხბურთელი, რამდენიმე თემას შეეხო, მან მადრიდში ჩამოსვლის პერიოდი გაიხსენა: “პირველ რიგში ფეხბურთელად გაზრდა მჭირდებოდა. ჩემ თავს არასდროს ვზღუდავდი და გამოწვევებს არ ვუშინდებოდი. მაგრამ ეს პერიოდი ჩემთვის საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან პატარა ასაკში მომიწია ახლობლებთან დაშორება. უსიამოვნებას კიდევ ერთი ფაქტი წარმოადგენდა, ესპანურ და ინგლისურ ენებზე საუბარი თითქმის არ შემეძლო.

ვარანიმ ზიდანზეც ისაუბრა: “როდესაც ის ლაპარაკობს, ყველა ფეხბურთელი უსმენს და ცდილობს მისგან ისწავლონ, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ახლა კი შეუდარებელი მწვრთნელია. მისი სურვილია რიგ შემთხვევებში მეტად გავრისკო, ის მაქსიმალისტია და ამას მოითხოვს ჩემგანაც. გვიყვირის თუ არა ზიდანი? კი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობაა“, – აცხადებს რაფაელ ვარანი