მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალის” თავკაცს, ზინედინ ზიდანს ფიფას დაჯილდოებაზე საუკეთესოს წოდება მიენიჭა, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ ფრანგ სპეციალისტს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ზიდანმა მადრიდელებზე ისაუბრა: “რამოსი გუნდის ნამდვილი ლიდერი და კაპიტანია, ამიტომაც ის “რეალისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩემი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ თითოეული კლუბის წევრს, ფეხბურთელისა თუ უბრალო მინდვრის მუშას, ერთი სურვილი აქვთ, რომ ისტორია დაწერონ”, – აცხადებს ზინედინ ზიდანი.
შეგახსნეებთ, რომ ფიფას დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო გუნდში ხუთი მადრიდელი მოხვდა: რამოსი, მოდრიჩი, მარსელო, კროოსი, რონალდო. ასევე ამ უკანასკნელს გადაეძა საუკთესოს ტიტულიც.