დღეს კოპა დელ რეის 1/32 ფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართა.
“კამპ ნოუზე” კატალონიის “ბარსელონამ” “რეალ მურსია” მიიღო. ანგარიში მე-16 წუთზე პაკო ალკასერმა გახსნა. მას ამ მომენტში ალეიშ ვიდალმა “უპასა.” მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე ვიდალმა ხერარდ პიკეს გაატანინა. მურსიელთა განადგურება მე-60 წუთზე გაგრძელდა: ამჯერად “ბარსას” მარჯვენა მცველმა, ორი ასისტის შემდეგ, გოლის გატანაც მოახერხა. ამის შემდეგ, 74-ე წუთზე ლუის სუარესმა სერხი რობერტოს საგოლე გადაცემით შეძლო მეტოქის კარის აღება. მეხუთე გოლი კი 79-ეზე ხოსე არაისმა გაიტანა.
საბოლოოდ, “ბლაგურნამ” ანგარიშით, 5-0 მოიგო. მოგეხსენებათ, მასპინძლებმა წინა შეხვედრაში ანგარიშით, 3-0 მოიგეს – ორი მატჩის ჯამში – 8-0 და “ბარსა” 1/16 ფინალში გავიდა.