ვანდა ნარა: “იკარდიმ ბევრ გრანდს უთხრა უარი”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეგობარმა გოგონამ და წარმომადგენელმა ტრანსფერებში, ვანდა ნარამ საკუთარი ქმრის მიმართ სხვადასხვა გუნდის ინტერესზე ისაუბრა.

“მაურო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბევრი კლუბია, რომლებიც მის მიმართ ინტერესს იჩენენ. მართალია, რომ მისი მსგავსი შემტევები მსოფლიოში ბევრნი არ არიან. თუმცა, მაურო მხოლოდ “ინტერზე” ფიქრობს და იქ ძალიან ბედნიერია. მწვრთნელებმა იციან, რომ მან ისეთ გუნდებს უთხრა უარი, რომლებსაც ბევრი დასთანხმდებოდა.”

“არ ვიცი, გუნდი მოინდომებს, თუ არა, რომ მაუროსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ახლა ეს ხელშეკრულება მხოლოდ 2021 წლამდეა. თუმცა, ჩვენი გადაწყვეტილება მაინც მთავარი იქნება,” – აცხადებს ვანდა ნარა.

კარიკატურა: იკარდის არგენტინის ნაკრებში გამოძახებას მესი და მარადონა ვეღარ ეწინააღმდეგებიან

ლიონელ მესი და დიეგო არმანდო მარადონა წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მაურო იკარდის არგენტინის ნაკრებში ეთამაშა. მაქსი ლოპესი, რომელსაც მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ცოლი მოპარა, “ბარსას” ლიდერის ახლო მეგობარია. ასევე, გვახსოვს, მარადონას განცხადებები იმის შესახებ, რომ იკარდის ეროვნულ გუნდში თამაში სამარცხვინო იქნებოდა.

მაურო საოცარ სეზონს ატარებს. მან სერია ა-ს ათ შეხვედრაში თერთმეტი გოლი გაიტანა. შედეგად, სექტემბრისა და ოქტომომბრის სამ ოფიციალურ შეხვედრაში საკუთარი ქვეყნის მაისურიც მოირგო.

ომარ მომანი აღნიშნულ სიტუაციას ასე ეხმაურება