როგორ გამოეხმაურა კრიშტიანუ რონალდუ ფიფას საუკეთესო თერთმეტეულს (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ ლონდონში ფიფას დაჯილდოება გაიმართა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა.

ფიფამ, ასევე, 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეულიც დაასახელა, მათი დაჯილდოება კი საზეიმოდ ლონდონში მოხდა. ფეხბურთელებმა ერთად სამახსოვრო გუნდური ფოტოც გადაიღეს. სწორედ ეს ფოტო გამოაქვეყნა რონალდუმ სოციალურ ქსელ INSTAGRAM-ში და მხიარული კომენტარიც გააკეთა: “არ არის ცუდი 11”