“ევერტონს” 19-ნომრიანი მაისური დიეგო კოშტასთვის ჰქონდა გადანახული

მერსესაიდის “ევერტონის” ნახევარმცველი, ნიკოლა ვლაშიჩი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, “კამფეტებს” 19-ნომრიანი მაისური დიეგო კოშტასთვის ჰქონდათ გადანახული.

როგორც იცით, ზაფხულში ესპანელი თავდამსხმელის გადაბირების ერთ-ერთი მსურველი სწორედ “ევერტონი” გახლდათ. თუმცა, საბოლოო ჯამში დიეგომ არჩევანი უკან, მადრიდში დაბრუნებაზე გააკეთა.

“თავდაპირველად, 8-ნომრიანი მაისურით მინდოდა მეთამაშა, მაგრამ ეს ნომერი როს ბარკლის ჰქონდა დაკავებული, რის შემდეგაც 19 ნომერი მოვითხოვე, თუმცა ის დიეგო კოშტასთვის იყო გადანახული. ამიტომაც გამოვდივარ 27-ნომრიანი მაისურით,” – აცხადებს ვლაშიჩი Goal.com-თან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ვლაშიჩი “ევერტონში” ზაგრების “დინამოდან” გადავიდა.