პოჩეტინო: “ლორენტე კეინისთვის შესანიშნავი კონკურენტია”

დიეგო ლორენტე გასულ ზაფხულში ლონდონის “ტოტენჰემში” გადავიდა, სადაც ადგილისთვის ბრძოლა ჰარი კეინთან უწევს.

“სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ესპანელი თავდამსხმელი ჰარისთვის იდეალური კონკურენტია.

“აუცილებელია, სწორად გაანალიზო: როცა ჰარი კეინის პროგრესს უყურებ და ხედავ, თუ რა დონეზეა ახლა ის, მიხვდები, რომ ადვილი არაა მისთვის კონკურენტის პოვნა. ახლანდელ ბაზარზე, რთულია, ნახო ისეთი მოთამაშე, რომელიც დათანხმდება “ტოტენჰემში” გადმოსვლას და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელთან შეჯიბრებას. თუმცა, ვფიქრობ, დიეგო ლორენტე იდეალურია, ამ მხრივ. ის ჩვენი დიდი პროექტის ნაწილია.”

“ჩემი აქ მოსვლის დღიდან დანიელ ლევის (გუნდის პრეზიდენტი, ავტ.) არასდროს უთქვამს ჩემთვის: “არ შეგვიძლია, გავიფორმოთ ისეთი ფეხბურელი, რომელიც 25 წელს აღემატება. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მოთამაშეები კარგია, თუმცა იმას დავიმატებთ, ვინც კლუბში არსებული სიტუაციისთვისაა საჭირო,” – აცხადებს ჰარი.