“სამტრედია” 0-2 “საბურთალო”

დღეს ეროვნული ლიგის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, სამტრედიაში ადგილობრივმა გუნდმა თბილისის საბურთალოს უმასპინძლა და საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში 0-2 დამარცხდა.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ორივე გუნდი თანაბარ თამაშს გვთავაზობდა, მაგრამ 28-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა იმერელთა მცველების უყურადღებობით ისარგებლა და “საბურთალო” წინ გაიყვანა. ამის შემდეგ “სამტრედია” გააქტიურდა და საკმაოდ კარგი მომენტი შეექმნა ნიკოლოზ საბანაძეს, რომელსაც გაგი მარგველაშვილმა აჯობა. მეორე ტაიმში იმის მაგივრად, რომ იმერლები გააქტიურებულიყვნენ, პირიქით დედაქალაქელები ფლობდნენ უპირატესობას, ეს ყველაფერი კი გოლად გარდაისახა. “სამტრედიამ” დაცვაში საკმაოდ ცუდად ითამაშა, რითიდაც ისევ ხარაიშვილმა ისარგებლა და დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ვერაფერი გააწყვეს და შინ “საბურთალოსთან” პირველად დამარცხდნენ.

სასტარტო შემადგენლობები

“სამტრედია”: 30. ილია სტურუა, 3. ლაშა კასრაძე, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 10. ნიკოლოზ საბანაძე, 15. ანრი ნდონგი, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 20. გიორგი ახალაძე, 26. გიორგი დათუნაიშვილი (C), 80. ანტე გიი, 99. მაიკლ ოლაიტანი.

“საბურთალო”: 17. ლაზარე კუპატაძე, 2. ნოდარ იაშვილი, 4. გაგი მარგველაშვილი, 6. თედორე გრიგალაშვილი, 7. ვლადიმერ მამუჩაშვილი, 9. ლაშა შინდაგორიძე, 10. გიორგი ხარაიშვილი (C), 15. დაჩი ცნობილაძე, 20. ელვინ ტერა, 25. გიორგი კოხრეიძე, 93. ნდუე მუეცი.

TOP 5 მატჩი, რომელიც ამ ვიქენდზე არ უნდა გამოტოვოთ

ჩვენი საიტი ტრადიციულად გთავაზობთ ვიქენდის გამორჩეულ ხუთ შეხედრას, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრრებმა არ უნდა გამოტოვონ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ტოტენჰემი” (15:30; 28 ოქტომბერი)

“ოლდ ტრაფორდი” მიმდინარე პრემიერ ლიგის ორი გამორჩეული კლუბის შეხვედრას უმასპინძლებს. ამ სეზონში ორივე გუნდი თანაბარ თამაშს გვთავაზობს და გასაკვირი არ არის, რომ მათ იდენტური ქულათა რაოდენობა აქვთ (20). ეს შეხვედრა ბევრს გადაწყვეტს როგორც “იუნაიდეტისათვის”, ასევე ლონდონელთათვის. მასპინძლები შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდებიან. გუნდს ისევ ვერ ეხმარება პოგბა, იბრაჰიმოვიჩი, ფელაინი და კერიკი. რაც შეეხება “ტოტენჰემს” მინდორზე ვერ გამოვა გუნდის ლიდერი ჰარი კეინი, ასევე ტრავმირებულია ლამელა.

მიუნხენის “ბაიერნი” – “ლაიფციგი” (20:30; 28 ოქტომბერი)

გასული სეზონის ჩემპიონი, ვიცე ჩემიონს უმასპინძლებს და “ალიანზ არენაზე” ნამდილ ბრძოლას გამართავს. 2017-2018 წლების სეზონი მიუნხენელთათვის ცუდად დაიწყო, ამას დაემატა ის, რომ დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი. ცხრა ტურის შემდეგ “ბაიერნს” ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი თავისი გულშემატკივრებისათვის, ამიტომაც მათ “ლაიფციგთან” გამარჯვება მართებთ. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

“მილანი” – “იუვენტუსი” (20:00; 28 ოქტომბერი)

ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ელის “სან სიროზე” შეკრებილ გულშემატკივარს. ხვალ მილანში იტალიური ფეხბურთის ორი ტიტანი დაუპირისპირდება ერთმანეთს. შეხვედრა, რომელსაც ფეხბურთის მოყვარულები მთელ მსოფლიოში მოუთბენლად ელიან. მიმდინარე სეზონში ვერცეთი გუნდი ვერ გვთააზობს იმ ფეხბურთს, როგორსაც მათგან ველით. მას შემდეგ, რაც “მილანის” სათავეში ახალი ინვესტორები მოვიდნენ და კლუბში ახალი ბირთვი ჩამოყალიბდა, ყველა ელოდება უკეთეს თამაშს. დისკვალიფიკაციის გამო ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ლეონარდო ბონუჩი, ასევე მასპინძლებს კონტი და ბონავენტურა დააკლდებათ. რაც შეეხება “იუვენტუს”, გუნდს ჰიოვედესი და ბენატია ვერ დაეხმარებიან.

“ატლეტიკ ბილბაო” – “ბარსელონა” (22:45; 28 ოქტომბერი)

მიუხედავად იმისა, რომ ბასკები მიმდინარე სეზონში არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებიან, ეს შეხვედრა, მაინც დიდ ინტერეს იწვევს გულშემატკივრებში. ყოველთვის ძნელია ჩახვიდე “ბილბაოსთან” სტუმრად და სამი ქულა უბრძოლველად დაგეგმო. ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ ეს მატჩი საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს.

ბოლო შეხვედრა კი ტრადიციულად ეროვნული ლიგიდანაა.

“სამტრედია” – “საბურთალო” (15:00; 28 ოქტომბერი)

ეროვნული ლიგის დასრულებამდე ხუთი ტური რჩება და ჯერ არცეთ კლუბს არ აქვს განაღდებული რაიმე. ჩვენ მიერ შერჩეულ შეხვედრაში ორივე გუნდი მოგებისთვის იბრძოლებს, რადგან დედაქალაქლებს წაგების უფელბა არ აქვთ, თავის მხრივ იმერლებსაც აქვთ საბრძოლო მოტივაცია. სამტრედიელებს თეორიულად ჩემპიონობის შანსი აქვთ, რადგან პირველ ადგილოსანთან სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა. “ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე”, გულშემატკივარი საკმაოდ დაძაბულ შეხვედრას იხილავს, რომლის გამოტოვებაც არ ღირს.