იანის სტოიკას სადებიუტო გოლი 14 წლის ასაკში (ვიდეო)

გუშინ ბუქარესტის “სტიაუას” 14 წლის ფეხბურთელმა, იანის სტოიკამ პირველ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

2002 წელს დაბადებული ტალანტი, რუმინეთის თასის შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა და ალბათ ყველასათვის საოცნებო დებიუტიც გამოუვიდა. 92-ე წუთზე სტოიკამ “კლუჟის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1-6). ამ გამარჯვების შემდეგ “სტიაუა” 1/8 ფინალში გავიდა, ამ ყველაფერში კი თავისი წვლილი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთესაც მიუძღვის.