ბეილი და ნავასი ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ

რამდენიმე დღეში მადრიდის “რეალი” ლონდონში “ტოტენჰემს” ეწვევა და ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრას გამართავს.

მადრიდიდელებს საკმაოდ დიდი საკადრო პრობლემები აქვთ ამ შეხვედრის წინ. გუნდს ისევ ვერ დაეხმარება კარვახალი და კოვაჩიჩი. მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ტრავმის შემდეგ გარეტ ბეილი მინდორზე ყოფილი კლუბის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო, მაგრამ როგორც ჩანს უელსელი ისევ ვერ ახერხებს ჯერჯერობით დაბრუნებას, ასევე ინდივიდუალირად ვარჯიშობს “რელიას” კიპერი კეილორ ნავასი. რაც შეეხება “ტოტენჰემს”, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰარი კეინი ოთხშაბათს მინდორზე გასვლას ვერ მოახერხებდა, მაგრამ პოჩეტინოს განცხადებით ინგლისელი ფეხბურთელს მინდორზე აუცილებლად ვიხილავთ. მატჩამდე საკმაო დროა დარჩენილი, ვნახოთ როგორი შემადგენლობით გამოვლენ გუნდები უემბლიზე.

შეგახსენებთ, რომ მადრიდში პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ფრედ 1-1 დასრულდა. ლონდონში გამართული მატჩი დიდი ალბათობით გადაწყვეტს, თუ რომელი კლუბი დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს.