“დილა” 1-0 “ტორპედო”, ქუთაისელების შეჩერება გორელებმა შეძლეს

ეროვნული ლიგის ოცდამეთორმეტე ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა “თენგიზ ბურჯანაძის სახელების სტადიონზე”, გორის “დილამ” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1-0 დაამარცხა.

შეხვედრა “ტორპედოს” უპირატესობით დაიწყო. საწყისი წუთებიდანვე ცდილობდნენ ქუთაისელებ გოლის გატანას, მაგრამ შეუდარებლად თამაშობდა გორელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილი. იმერელთაგან გამორჩეული იყო გიორგი ქიმაძე, რომლის შეჩერებასაც მარცხენა ფლანგზე ვერავინ ახერხებდა. საბოლოოდ პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

მეორე ნახევარში გორელები უკეთ გამოიყურებოდნენ და 56-ე წუთზე მათ კონტრშეტევას ტანდაბალი დავით კირკიტაძის თავური გოლიც მოჰყვა. ამის შემდეგ “დილას” ფეხბურთელებმა თავიანთ ნახევარზე დაიწიეს და მეტოქეს არავითარ შანს არ უტოვებდნენ, პირიქით გორელებს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, როდესაც გიორგი ფანცულაიამ როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა. საბოლოოდ შეხვედრა 1-0 დასრულდა და “დილამ” ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება “ტორპედოს” ისინი საჩხერის “ჩიხურასა” და “დინამოს” შორის გასამართ შეხვედრას დაელოდებიან.

სასტარტო შემადგენლობები

“დილა”: 21. გიორგი ბეგაშვილი, 2. გოდერძი მაჩაიძე, 5. გიორგი პაპავა, 11. ლევან ნონიკაშვილი, 14. გიორგი ფანცულაია, 20. ალიუ აბუბაკარი, 37. დათო კირკიტაძე, 49. ალექსანდრე კვახაძე (C), 71. გილერმე მორასი, 88. ირაკლი ძარია, 89. ჟოაო პედრინიო.

“ტორპედო”: 89. როინ კვასხვაძე (C), 2. ვაჟა ტაბატაძე, 5. დავით ხურცილავა, 8. შოთა ბაბუნაშვილი, 9. თორნიკე კაპანაძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 11. გუგა ფალავანდიშვილი, 17. გიორგი გურული, 18. ვლადიმერ კორობკა, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე.